მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 3:9

8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.
1 იოანე თავი 3
9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი. ყოველი, რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს, და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი (3,8-10).:

თარგმანი: განჴორციელებითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა მოუძლურდა ყოველი მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ და ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, რაჟამს სული იგი საღმრთოჲ დაჰნერგა ჩუენ შორის ნათლისღებისა მიერ. ვინაჲცა აქა მოციქული არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად; არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ, ვიდრემდის მადლი სულისა წმიდისაჲ იყოს კაცისა თანა თესლად ღმრთივ-მოცემულად წმიდისა ნათლისღებისა მიერ, არა შთავარდების კაცი ცოდვასა, არამედ პირველად შევაწუხებთ მას და წარვიოტებთ სულთაგან ჩუენთა, და ეგრეთღა მონა ვიქმნებით ყოვლისა არაწმიდებისა, და, ნაცვალად შვილებისა ღმრთისა, დავიმკჳდრებთ შვილებასა ეშმაკისასა. ამისთჳს გუესმის პავლესგან წინა-განკრძალებით ესრეთ: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა" () და შემდგომი ამისი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის