მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 5:16

15. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი.
1 იოანე თავი 5
16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.
თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ. არს ცოდვაჲ სასიკუდინე. არა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს. და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე (5,16-17).:

თარგმანი: რომელი არა წარმდებებით და არცა მეცნიერებით, არამედ უმეცრებით სცთებოდის, ესევითარისა მის ცოდვაჲ არა სასიკუდინე არს. რამეთუ ვითარ-იგი არიან სენნი სასიკუდინენი და არა სასიკუდინენი, ეგრეთვე იხილვების ცოდვათაცა შორის. და ვითარ-იგი თქჳს მკურნალმან, ვითარმედ: ამისი სენი არა სასიკუდინე, არცა განსაწირველ არს; და კუალად სხჳსათჳს თქჳს: ამას არაჲ ეკურნების, რამეთუ სასიკუდინე არს; ეგრეთვე ცოდვანი — სენნი არიან სულისანი. და რომელი უმეცრებით ცოდვიდეს, ამისი სენი არა სასიკუდინე არს, არამედ ადვილად განიკურნების სწავლითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ. და კუალად, რომელი დაღაცათუ მეცნიერებით ცოდვიდეს, არამედ არა წარმოებებით, გარნა ჩუეულებისა მიერ იმძლავრებოდის, ეგევითარი დაღაცათუ მძიმედ საკურნებელ არს, არამედ არავე სრულიად სასიკუდინე, რამეთუ განიკურნების შეწევნითა წმიდათა ლოცვისათა, რაჟამს თჳთცა თანა-შეეწეოდის მათ, ქონებითა მტკიცისა სარწმუნოებისაჲთა ღმრთისა მიმართ და მოძღუართა მიმართ სულიერთა. ხოლო ცოდვა სასიკუდინე და ყოვლად უკურნებელ არს, რაჟამს ქონებითა ბოროტისა ურწმუნოებისაჲთა ცოდვასა ზედა-დაჰრთოს სასოწარკუეთილებაჲ მსგავსად იუდაჲსსა და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ბოროტთან თანამონაწილეობა და მხილების ვალი:

...ს ჰქონდეს სათქმელი: თუ ყველანი ცოდვებში ვართ, ხოლო ცოდვილს უბრძანა, სამართალნი არ გამოაცხადოს, ვინღა იქნება მათი გამომცხადებელი? ამიტომ, რათა ვინმემ ეს არ თქვას, იგი ცოდვათა სახეებს ცალ-ცალკე ჩამოთვლის. რადგან „არს ცოდვაჲ სასიკუდინე“ (), როგორც ელიც ამბობდა: „უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს?“ (). რჯულშიც ზოგი რამ უკურნებელი იყო და სიკვდილითაც ისჯებოდა, ზოგს კი ერთგვარი უსწრაფესი ნუგეში ჰქონდა; ასევე ამბობს ქრისტეც ახალ აღთქმაში: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ამბობს: „ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ“ (). „ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს“, მაშინ „იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (...

სრულად ნახვა