თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა მე თავით ჩემით გევედრებოდე, არა კმა ვარ დარწმუნებად თქუენდა. ამისთჳს უკუე ქრისტეს მიერ გევედრები, რამეთუ თავადი იგი ქრისტე, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ, იგი გლოცავს, რაჲთა არა იქმოდით განწვალებათა, რაჲთა ეკლესიისა გუამი არა განიწვალოს.
1 კორინთელთა მიმართ 1:10
9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1