თარგმანი: რაჲთა არა უარ-ჰყოფდენ შეცოდებასა და ცთომასა მათსა, ამისთჳს პირველვე თქუა, ვითარმედ: მეუწყა მე ქლოველთაგან. ქლოველნი არიან წოდებულ წინამძღუარნი იგი, რომელნი იყვნეს მათ შორის, რომელთაცა მიუწერეს ყოველივე იგი მოციქულსა, რამეთუ "ქლოველი" გამოითარგმანების გამომეძიებელად; და ეტყჳს მათ, რომელნი-იგი მათ შორის გამომეძიებელნი იყვნეს და წინამძღუარნი, თავნი ერისანი.
1 კორინთელთა მიმართ 1:11
10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1