თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: და რად ჰმადლობ არა-ნათლისცემისათჳს, — ამისთჳს პირველვე თქუმისა თქუა მიზეზი, ვითარმედ: ამისთჳსო, რაჲთა არავინ თქუას თუ სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც; რამეთუ უკუეთუ სხუათა მათ უნდოთა ნათელ-სცეს და ეგოდენი განწვალებაჲ იქმნა, ვიდრეღა მათითა სახელითა წოდებულ იყო თითოეული, მაშა უკუეთუ ყოველთადა პავლეს ნათელ-ეცა, არამცა ყოველთა პავლეს სახელი დაედვა თავთა თჳსთა ზედა და არა ქრისტესი?
14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1