მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:16

15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსსაცა სახლსა (1,16).:

თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა მას ღამესა თავისა თჳსისა მოკლვაჲ ფილიპიას შინა, და ნათელ-იღო პავლეს და შილაჲს მიერ სახლეულით თჳსითურთ.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახლსა (1,16).:

თარგმანი: ესე არს საპყრობილის მცველი იგი, რომელსა ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ, და დაყენებულ რაჲ იქმნა პავლესგან, ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ნათელ-ვეც სტეფანაჲს სახლსა (1,16).:

თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა ღამესა მას თავისა თჳსისა მოკლვაჲ, და ნათელ-იღო სახლეულით თჳსითურთ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ შიშისათჳს საუკუნოთა სატანჯველთაჲსა:

...მონაჲ იყო; აბრაჰამ მოხუცებული იყო; იობ განსაცდელსა მიეცა დიდსა; ლაზარე გლახაკი იყო და უძლური; ეგრეთვე ტიმოთე უძლურებასა შინა იყო; აკჳლა მეპრატაკე იყო; ლუდია ძოწეულისმოფარდული იყო; კორნელიოს ასისთავი იყო; სტეფანა მესაპყრობილეთმცველი იყო, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „ნათელ-ვეც სახლსა სტეფანაჲსსა“; ონისიმე მონაჲ იყო, განდგომილი უფლისა თჳსისაგან.

ხოლო თავთა მათთჳს მოციქულთა ყოველთა იცით, ვითარ მეთევზურ და მეზუერე იყვნეს ვიეთნიმე, და ამათ ყოველთა არარაჲ ექმნეს საქმენი ესე დამაყენებელ ცხორებისაგან საუკუნოჲსა, არამედ ყოველნი მიიწინეს სასუფეველად საქმეთა მიერ კეთილთა. და რად ვიტყჳ მათ ხოლო, არამედ ავაზაკნიცა და მეძავნი და მეზუერენი ცხონდეს.

ამისთჳს არარაჲ ვის გუაქუს მიზეზი, რამეთუ გონებაჲ ხოლო საჴმარ არს ჩუენდა და ნებაჲ კეთილი. და რომელსაცა საქმესა შინა ვინ იყოს, უკუეთუ ენებოს, ძალ-უც მოგებაჲ სათნოებათაჲ. ვისწრაფოთ უკუე სათნოყოფად ღმრთისა, ვინაჲთგან ყოველთა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა დამკჳდრებად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა