მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:19

18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისა: ხოლო ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს, რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო. სადა არს ბრძენი ანუ სადა არს მწიგნობარი; სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? (1,18-20).:

თარგმანი: რამეთუ ჩუენ, რომელნი-ესე არა ცნობამიღებულნი ვართ ეშმაკთა მიერო, არამედ არს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამათ ესევითართა საქმეთა მიერ გულისჴმა-ვყოფთ უმეტესად ძალსა ღმრთისასა და სიბრძნესა. ძალსა — ამით, რამეთუ სიკუდილითა სიკუდილი დაჰჴსნა; ხოლო სიბრძნე — ამით, რამეთუ ამით ესევითარითა სახითა წარწყმედულნი აცხოვნნა.

ვინაჲთგან შემოიღო შორის სიტყუაჲ წერილისაჲ, ვითარმედ "წარვწყმიდოო სიბრძნე ბრძენთაჲ", ამისთჳს თჳსსაცა შესძინებს, ვითარმედ: "სადა არს ბრძენი" — ესე წარმართთა მათ ფილაფოსთათჳს თქუა; და "სადა არს მწიგნობარი" — ესე ჰურიათათჳს თქუა; "სადა არს გამომეძიებელი" — ესე იგი არს, რომელნი გულისსიტყუათა მიერ კაცობრივთა გამოეძიებენ მიუწდომელთა მათ საქმეთა. იტყჳს უკუე მოციქული, ვითარმედ — სადა არიან იგი ყოველნი? გამოაჩინონ-ღა საქმე მათი! ვინ სადა იჴსნეს მათ თჳსითა სიბრძნითა და მწიგნობრობითა და გამომეძიებლობითა საცთურისაგან? ვისნი აჴოცნეს ცოდვანი? ვინ განკურნეს უძლურებისაგან? სადა არს ცუდი იგი სიქადული მათი? — წარწყმდა და უჩინო იქმნა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ, და მეცნირებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო (1,19).:

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი

პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1). ჩინებულად სახელის-დებითა თავისა თჳსისაჲთა დასაბამსავე სიტყჳსასა დაამჴობს ყოველსა ზუაობასა კორინთელთასა, ვითარმედ: უკუეთუ თჳთ მე, პავლე, არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ ჩინებითა და წოდებითა ჴელთდასხმულ ვარ მადლსა ამას მოციქულებისასა, ვითარ თქუენ თავით თჳსით ჴელთდასხმულ იქმნებით მოძღურად, ანუ რომელთა-ეგე მოძღუარ და წინამძღუარ ქრისტე არს, რაჲსა შეიწყნარებთ მოძღურებასა თჳთმომზრახთა კაცთასა, რომელნი-ეგე არა ნებითა ღმრთისაჲთა გმოძღურიან, არამედ თავით თჳსით? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ ესე არს, რაჲთა ჩემისა მიერ მოციქულებისა გექადაგოს თქუენ.

მოციქულისაჲ: და სოსთენე ძმაჲ (1,1).

თარგმანი: ესე არს გარდამატებულებაჲ პავლეს სიმდაბლისაჲ, რომელ კნინღა და უცნაურსა ვისმე, ვითარცა ყოვლად საცნაურსა, ეგრეთ იზიარებს ებისტოლესა შინა თჳსსა. რამეთუ ესე სოსთენი ოდესმე შესაკრებელის მთავარ ჰურიათა იყო, რომელი-იგი წინა-აღუდგებოდა-ცა პავლეს, წინაშე ღალიონოჲსსა.

მოციქულისაჲ: ეკლესიასა ღმრთისასა, რომელ არს კორინთეს შინა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის