მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:22

21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ ვაშურვებთ-მე-ა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ? (10,22).:

თარგმანი: "ვაშურვებთი" ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: ნუ-სადა გამოცდაჲ გუნებავს-ა ღმრთისაჲ, უკუეთუ შემძლებელ-მე არს ტანჯვად ჩუენდა ანუ არა? ამისსა შემდგომად ყოვლად უჯეროჲსა მოგონებისა მწამებელ იქმნა, რაჲთა სრულიად დაამჴუნეს იგინი, ვითარმედ: ნუუკუე გგონიეს-ა ღმრთისა უძლიერეს ყოფაჲ?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის