თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: მე წმიდითა სჳნიდისითა ვჭამ და ჴელ-მეწიფების ქმნაჲ ამისი, — ამისთჳს ეტყჳს: ჰე, თჳთმფლობელად შეუქმნიხარ ღმერთსა ყოფად, რაჲცა გენებოს; არამედ არა გიჴმს ქმნად ეგევითარი, რომლითა მიზეზ ექმნე სხუასა ზიარებად კერპთა ტაბლისა.
1 კორინთელთა მიმართ 10:23
22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10