მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:8

7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოცდასამი ათასი (10,8).:

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთ-რე წარმოთქუმითა აღვავსოთ ნეშტი ნაკლულევანებაჲ სიტყჳსაჲ მის, რამეთუ საძიებელ არს ვიეთგანმე, ვითარმედ: ვითარ კერპთმსახურებისა ბრალად დაწერა მოციქულმან შემდგომად მთრვალობისა ქმნილი იგი სიმღერაჲ ერისაჲ, არამედ ცხად არს, ვითარმედ მღერაჲ იგი არა თუ სხუაჲ რაჲმე იყო, თჳნიერ რამეთუ ჴბოჲსა მისთჳს, რომელ მათ ქმნეს, მის წინაშე განეწყვნეს მემღერნი და აქებდეს მას. ხოლო სიძვაჲცა იგი მათი ნაყროვნებისავე ნაყოფი იყო.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...გინდა იხილო, როგორ ისჯებიან ისინიც, ვისაც სწამდათ და უსმენდნენ ღმერთს, მაგრამ მართალი ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს: „ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.“ (); „ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.“ (); „ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.“ (). თუ სიძვას ამხელა ძალა აღმოაჩნდა და თუ დრტვინვამაც ამდენი რამ გამოიწვია, ჩვენი ცოდვები რაღას არ მოიმოქმედებს? თუ ახლა ღმერთი სასჯელს არ მოავლენს, ნუ გაგიკვირდება; რადგან მათ გეენა არ იცოდნენ და ამიტომ მყისიერი სასჯელით ისჯებოდნენ; შენ კი რამდენიც არ უნდა შესცოდო, თუნდაც აქ არანაირი სასჯელი არ იწვნიო, იქ მოგიწევს საზღაურის გადახდა.

მაშ, თუკი მათ, ვინც უფრო გამოუცდელნი იყვნენ და ამდენს არ სცოდავდნენ, ასე მკაცრად სჯიდა,...

სრულად ნახვა