მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:9

8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს (10,9).:

თარგმანი: აქა კუალად სხუასა ბრალსა დასდებს კორინთელთა ზედა, ვითარ გამოცდით სასწაულთმოქმედებასა ითხოვდეს ღმრთისაგან მსგავსად ჰურიათაჲსა.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...“** (); „ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.“ (); „ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.“ (). თუ სიძვას ამხელა ძალა აღმოაჩნდა და თუ დრტვინვამაც ამდენი რამ გამოიწვია, ჩვენი ცოდვები რაღას არ მოიმოქმედებს? თუ ახლა ღმერთი სასჯელს არ მოავლენს, ნუ გაგიკვირდება; რადგან მათ გეენა არ იცოდნენ და ამიტომ მყისიერი სასჯელით ისჯებოდნენ; შენ კი რამდენიც არ უნდა შესცოდო, თუნდაც აქ არანაირი სასჯელი არ იწვნიო, იქ მოგიწევს საზღაურის გადახდა.

მაშ, თუკი მათ, ვინც უფრო გამოუცდელნი იყვნენ და ამდენს არ სცოდავდნენ, ასე მკაცრად სჯიდა, ჩვენ დაგვინდობს? ეს გონივრული არ იქნებოდა. რადგან თუნდაც იგივე შევცოდოთ, რაც მათ, უფრო დიდი სასჯელის ღირსნი ვართ. რატომ? რადგან უფრო დიდი მადლი მოგვენ...

სრულად ნახვა