მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:18

17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად, მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაიმე მრწამს (11,18).:

თარგმანი: ესე იყო განწვალებაჲ მათი, რამეთუ დასად-დასად განყოფილნი არღარა ჩუეულებისაებრ საზოგადო ჰყოფდეს საზრდელსა თითოეულისასა, რაჲთამცა მდიდრისა თანა გამოიზარდა გლახაკიცა. ვინაჲცა მოციქული არცა სრულებით აჩუენებს მათდა რწმუნებასა, რაჲთა არა ყოვლად ურცხჳნო და გლისპ ყვნეს იგინი, არცა ყოვლად ურწმუნო ჰყოფს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ, ვინაჲთგან არა დასარწმუნებელ არს ბრალი იგი მათი, ცუდად ამხილებს მათ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: "ზოგს-რე მრწამს".

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის