თარგმანი: არა ბუნებით დამშჯელ არს განმაცხოველებელი იგი საიდუმლოჲ, არამედ უღირსებისაგან მიმღებელთაჲსა დასაშჯელ ექმნების მათ, რომელთა არა გამოიკითხონ, არცა გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ წინამდებარისა მის საიდუმლოჲსაჲ. რამეთუ, უკუეთუ ესე ოდენ მებრ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ: არა ლიტონ, არამედ ქრისტეს ჴორც და სისხლ არს იგი, ესე ოდენ კმა იყოს ჩუენდა განმაკრძალებელად. ხოლო ესე თუ არა ვყოთ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, ვითარ-იგი მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ — ჴორციელად მოსლვაჲ ქრისტესი —უმეტესისა დაშჯისა მომატყუებელ არს მათდა, რომელთა არა შეიწყნარონ იგი. ეგრეთვე განმწმედელი ესე სულთა და ჴორცთაჲ და წმიდაჲ წმიდათაჲ საიდუმლოჲ უმეტესისა დაშჯისა მომატყუებელ არს არაწმიდებით მიმღებელთა მისთა.
1 კორინთელთა მიმართ 11:29
28. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.30. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11