თარგმანი: იყვნეს არა ხოლო მამათა, არამედ დედათაცა შორის წინაჲსწარმეტყუელებისა მადლსა ღირს ქმნულნი, ვითარ-იგი ასულნი ფილიპესნი და სხუანი, უწინარესნი მათსა და შემდგომნი მათნი, რომელთათჳს წინაჲთვე თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი" (), არამედ აწ მოციქული ამას ამცნებს, რაჲთა თითოეული მამათა და დედათაგანი არა არცხუენდეს თავსა თჳსსა გარდასლვითა წესსა, ბუნებით დადებულსა მათ ზედა, რომელ არს მისი — თავდაუბურველ, ხოლო ამისი — თავდაბურვილ ყოფაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 11:5
4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11