1.მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.2.იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას.3.ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.4.ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.5.და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.6.ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.7.ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.8.რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.9.და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.10.ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.11.თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.12.ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.13.თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?14.განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?15.ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა.16.მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.17.ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.18.ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.19.ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.20.ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.21.რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი.22.ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.23.რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,24.მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,25.ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.26.ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.27.ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.28.მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.29.რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.30.ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.31.რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.32.განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.33.ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.34.ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.
პავლესი: ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაჲსწარმეტყუელებდეს თავ-უბურველად (11,5).
თარგმანი: რამეთუ მაშინ დედანიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს და დადგიან თავ-უბურველად და თმა-მოკუეცილად და ესრეთ ილოცვიდიან და წინაჲსწარმეტყუელებდიან, ხოლო მამანი მოიზრდიდეს თმათთა და დაიბურვიდეს, ვითარცა აქუნდა საფილაფოზოთა შინა ჩუეულობაჲ. და იყო ორივე ესე საქმე წარმართული და ამისთჳს აყენებს მოციქული.
პავლესი: მამაკაცისაჲ არა ჯერ-არს დაბურვაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ არს ღმრთისა (11,7).
მოციქულისაჲ: ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით (11,17).
თარგმანი: საჭირო არს, რაჲთა აწინდელისაცა ამის ბრალობისა მიზეზთა წარმოთქუმითა უადვილეს ვყოთ ძალი სიტყუათა ამათ წინამდებარეთაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა პირველ, დასაბამსა პეტრეს მიერ სამ ათასთა რწმუნებისასა, ზოგად იყოფოდეს ყოველნი იგი და ერთბამად საზოგადო ყვიან ყოველი თჳსი თითოეულისაჲ და ზოგად ისერებდიან, ესევე წესი კორინთელთა შორისცა დაცვულ იყო, არამედ არა მითვე კრძალულებითა; რამეთუ...
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილთაგან სავსე არიან (2,13).:
...უვათა, ყურიმლის-ცემისა და ჴურთით ცემისაჲ. ამის ყოვლისა ჴსენებაჲ იყავნ ჩუენდა წამალ გინებათა თავს-დებისა, და მაგინებელთა მიმართ ურისხველობისა, რაჲთა ესრეთ მივემსგავსნეთ მეუფესა ჩუენსა და ქადაგთა სახარებისა მისისათა — წმიდათა მოციქულთა, რომელთაგანი პავლე ჴმობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (). მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ (2.14).
თარგმანი: რომელი პირველ ჯუარ-ცუმისა ვერცაღა თუ მჴევალსა ერთსა სიტყჳს-მგებელ ექმნა, აწ, შემდგომად სულისა წმიდისა მიღებისა, იხილე თუ რასა ჰყოფს. რამეთუ ათასეულთა მათ მიმართ მოკიცხართაჲსა, რომელნი იტყოდეს მათთჳს ტკბილთაგან სავსეობასა, კადნიერად წინა-განეწყობვის, ვითარ-ესე გესმის უსაკუთრესად: ხოლო პეტრე დადგა ათერთმეტთა თანა. ესე იგი არს, რამეთუ ზოგად ათორმეტნივე აღდგეს, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ერთ-ჴმა არიან სიტყუათა მათ ზედა, რომელთა იტყჳს პეტრე, დაღაცათუ მას იჴუმევენ ყოველნი ენად და პირად, ვითარცა თავსა მოციქულთასა, რომლისაჲ საკჳრველ არს, ვითარ ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა იწყებს სიტყუად მეთევზური და უსწავლელი. რამეთუ, დაღაცათუმცა მორჩილთა მიმართ მოწაფეთა იტყოდა, ჯერეთ მაშინ საკჳრველ ა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).:
...ასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონა...
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):
...ნნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?"** (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმენით გააკეთა, წინასწარ ჭვრეტდა რა, რომ მისი თესლისგან შობილი სამეფო მოდგმისა იქნებოდა? შემდეგ, როცა იაკობმა ძეს თავისი სურვილი ამცნო, ცოტა ხნის შემდეგ, ამბობს წერილი, იოსებმა გაიგო, რომ მამამისი უძლურდება, საფლავის კართან დგას და უკვე სიცოცხლის აღსასრულის ჟამი უახლოვდ...