მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:9

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს (11,8-9).:

თარგმანი: ყოველნივე მიზეზნი წარმოუთქუმან, რომლითა თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო ყოფად მამაკაცისა, ვითარცა მისგან მოღებული და მისთჳს დაბადებული.

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" და წინასწარმეტყველება (2:22-23):

...ენლობა წარმოექმნა, ამდენი გრძნობის ორგანო მოეწყო და სრული, სრულყოფილი და მთლიანი არსება შეექმნა, რომელსაც შეეძლო საუბარიც და, ბუნების ერთიანობით, ქმარს დიდი ნუგეში მიეცა! ხომ მისი ნუგეშისთვის შეიქმნა ეს არსება. ამიტომაც პავლე ამბობს: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ხედავ, როგორ ყოველივე მისთვის შეიქმნა? უკვე შექმნილი იყო (მთელი) ქმნილება, უკვე გამოჩნდნენ უტყვ ცხოველნი, საკვებისთვის ვარგისნი და ადამიანის სამსახურისთვის შემძლებელნი; მაგრამ პირველქმნილს არ ჰყავდა, ვისთანაც ესაუბრა და ვინც, ბუნების ერთიანობით, დიდ ნუგეშს მისცემდა. ამიტომ (ღმერთი) მისი ნეკნისგან ქმნის ამ გონიერ არსებას და თავისი დიდი სიბრძნით სრულყოფილს ხდის, ყოველმხრივ ქმრის მსგავსს, ესე იგი, გონიერს, შემძლებელს, ცხოვრების აუცილებელ საჭიროებებსა და გარემოებებში მისთვის შემწეობის გასაწევად. ასე ყოველივე ღმერთმა ბრძნულად და ოსტატურად მოაწყო. თუ ჩვენ, გონების სისუსტით, საგანთა შექმნის წესის გაგება არ შეგვიძლია, მაინც გვწამს, რომ ყოველივე შემოქმედის ნებას ემორჩილება და რასაც ის ბრძანებს, ის აღესრულება. „და აღუშენა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა", რითაც ჩვენებს,...

სრულად ნახვა