მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:10

9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსამე — მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე — შეწევნანი ძალთანი (12,9-10).:

თარგმანი: არა ერთ არს მადლი კურნებათაჲ და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებაჲ ძალთაჲ; რამეთუ პირველი იგი ჰკურნებს ოდენ სნეულთა და აღადგინებს მკუდართა, ხოლო მეორე ესე კურნებასა თანა და აღდგინებასა მოაკუდინებს-ცა და სტანჯავს; ვითარ-იგი პეტრე უყო ანანიას და საპფირას, და ვითარცა პავლე —ელჳმას მოგუსა.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ არს, (12,10).:

თარგმანი: განკითხვაჲ სულთაი არს, რაჲთა იცოდის თუ ვინ არს სულიერი, ვინ არს წინაჲსწარმეტყუელი, ანუ ვინ არს მაცთური.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...არის კიდევ სხვა განმარტებაც. მათ შორის მრავალნი წინასწარმეტყველებდნენ: ზოგნი ჭეშმარიტად, ზოგნი კი ცრუობდნენ. ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც: ღმერთმა ამისთვის მოგვცა „განკითხვაჲ სულთაჲ“ ().2 რაკი ბილწია ეშმაკი, მან მოინდომა, ამ ნიჭის მეშვეობით ეკლესიაში ყოველივე დაემხო. ვინაიდან მომავლის შესახებ ორივენი წინასწარმეტყველებდნენ — დემონიც და სულიც, ოღონდ პირველი ცრუობდა, მეორე კი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, და არსაიდან შეიძლებოდა რომელიმეს სისწორის დამადასტურებელი ნიშნის მოპოვება, არამედ ორივენი შეუმოწმებლად საუბრობდნენ, როგორც იერემია და ეზეკიელი; მაგრამ რაკი დროთა განმავლობაში მჟღავნდებოდნენ, ამიტომაც მოგვმადლა მან სულთა გარჩევის ნიჭიც. მაშასადამე, რაკი მაშინ თესალონიკელთა შორისაც მრავალნი წინასწარმეტყველებდნენ, რომლებზეც სხვაგანაც მიანიშნებს, როცა ამბობს: **„რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნ...

სრულად ნახვა