მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:16

15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ თქუას ყურმან, — რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, — ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? (12,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი ესევითარისა ამის თქუმითა ვერ განვარდების ზოგადისაგან გუამისა სავსებისა, ეგრეთვე შენ სხუაობაჲ იგი გინა უდარესობაჲ მადლისაჲ ვერ უცხო-გყოფს ზოგადისაგან გუამისა ქრისტესისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“ რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა, ესე იქმს შუენიერებასა, ესე შეამკობს პირსა, ესე არს სანთელი ყოველთავე ასოთაჲ, რამეთუ ვითარცა მზჱ არს სოფლისა ნათელ, ეგრეთვე თუალი - გუამისა. უკუეთუ მზჱ დააბნელო, ყოველივე სოფელი წარგიწყმედიეს, და უკუეთუ დააბნელნე თუალნი, ფერჴნიცა უჴმარ იქმნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი....

სრულად ნახვა