თარგმანი: რაჲ არს შუენიერებაჲ უმეტესი, თჳნიერ ვითარ ზემო ვთქუ, რამეთუ უმეტეს სხუათა ასოთა ვჰფარავთ შიშულოებასა მათსა. და არა თუ უმეტეს სხუათა მათ პატიოსანთა ასოთასა მას პატივ-ვსცემთ, არამედ მათ არარაჲ უჴმს აღკრძალვაჲ განშუენებითი, ვითარცა თჳთ შუენიერთა, ხოლო ამას ჩუენ კრძალულებით ფარვითა უმეტეს განვაშუენებთ, რაჲთა არარაჲ უშუერებაჲ იხილვებოდის ჩუენ შორის.
23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12