მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:26

25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი (12,26).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტებით ერთ გუამ ხართ, უეჭუელად საზოგადო არს ვნებაჲცა და სიხარულიცა ერთისა ასოჲსაჲ, რაჲთა, რაჟამს ერთსა ელმოდის, მის თანა ყოველთა გელმოდის; ვითარ-იგი თუალთა ელმის, მოეკუეთებოდის რაჲ ფერჴი და კუალად, რაჲთა იდიდებოდის რაჲ ერთი ასოჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მის თანა უხროდის ყოველთა ასოთა. რამეთუ თავიცა, გჳრგჳნოსან რაჲ იქმნებინ, ყოველთა ასოთაჲ იყვის დიდებაჲ და სიხარული იგი; რომელი-ესე უდარესთა მათ სწავლის, რაჲთა არა ეშურებოდინ პატივსა უწარჩინებულესთასა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნჱ ამპარტავანებისათჳს:

...ოლო სულიერთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა მოქალაქობაჲ არა ესრეთ არს, არამედ ერთსა თუ ევნებინ, სხუათა მის თანა ელმინ, უკუეთუ უხარინ, მის თანა მხიარულ იყვნიან; ვითარცა იტყჳს მოციქული: „უკუეთუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი“. და კუალად იტყჳს: „ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?“ ესრეთ არს საქმე ღმრთისმოყუარეთაჲ.

აწ უკუე, ძმანო, რაჲსათჳს ღელვათა შინა დავინთქმით და არა მივისწრაფით ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა, რომელ არს სათნოებაჲ? რაჲსათჳს არა დაუტეობთ სახელსა კეთილისასა და საქმესა შევიტკბობთ? რამეთუ დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმდიდრე და ყოველივე ესევითარი სოფლისა ამის საწუთროჲსა საცთურთა შინა სახელით ხოლო წოდებულ არს, ხოლო საქმეთაგან ცარიელ არს, გარნა ღმრთისმოყუარეთა შორის საქმით არს ესე ყოველი. მათ აქუს ჭეშმარიტი სიმდიდრე, მათ აქუს ჭეშმარიტი ძლიერებაჲ, ჭეშმარიტი დიდებაჲ, და სხუაჲ ყოველივე კეთილი მათ შორის მტკიცე არს და შეურყეველ, სამარადისო და წარუვალ.

ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, მოვიგოთ, ძმანო, ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ და ბოროტისა მისგან მონებისა გა...

სრულად ნახვა