მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:14

13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს (14,14).:

თარგმანი: ახალნათელღებულთა მათ შორის, ვითარცა სხუანი თითოსახეობანი მადლთანი, ეგრეთვე ლოცვისაცა მადლი მიეცემოდა ვიეთმე, რომელთაგანნი ვიეთნიმე არა თჳსითა ენითა, რომელ უწყოდიან, არამედ ოდესმე ჰრომაულითა ანუ სპარსულითა ანუ სხჳთა რაჲთმე მათდა უცნაურითა ენითა იტყოდიან სიტყუათა მათ ლოცვისათა, ხოლო გონებაჲ მათი უნაყოფო არნ უმეცრებისათჳს ძალსა მათ სიტყუათასა, რომლისა მიერ არა ხოლო სხუათა, არამედ თავთა თჳსთაცა ბარბაროზ იყვნიან. ხოლო სული იგი მადლისა მის მათდა მიცემულისაჲ ძრავნ ენასა მათსა ლოცვად, ხოლო გონებაჲ უნაყოფო არნ უმეცრებისაგან ძალსა მათ სიტყუათასა. და ერთნი ესევითარნი იყვნეს, რომელთა არცა თჳთ უწყოდიან ძალი სიტყუათაჲ მათ, რომელთა იტყოდიან სულისა მიერ, და ესრეთ გონებაჲ მათი უნაყოფო არნ, რაჟამს ვერ გულისჴმა-ჰყოფნ სიტყუათა ენისათა. იყვნეს კუალად სხუანი, რომელნი თჳთ გულისჴმა-ჰყოფდიან, რასა-იგი იტყოდიან. ხოლო ვინაჲთგან სხუათა გამოთარგმანებად ვერ შემძლებელ იყვნიან, ეგრეთცა უნაყოფოვე არნ გონებაჲ მათი, რაჟამს თჳსისა გულისჴმის-ყოფისა ძალსა ვერ მიაწევნ სხუათა მიმართ, რამეთუ ესე არს უმდიდრესი ნაყოფი გონებისაჲ, რაჲთა სხუათანიცა გონებანი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის