მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:16

15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას ამინი შენსა მას ზედა მადლობასა, ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის (14,16).:

თარგმანი: ესე არს კურთხევაჲ სულითა, რაჟამს თჳთ ოდენ მეჯერ იყოს, ხოლო სხუათა ვერ გამოუთარგმანებდეს ძალსა მათ სიტყუათასა, რომელთა იტყოდის სულისა მიერ. ვინაჲცა უცნაური იგი და გამოუთარგმანებელი სიტყუაჲ, დაღაცათუ კურთხევაჲ იყოს ღმრთისაჲ, ვერცა ეგრეთ სრულ იქმნების ამინითა, რაჟამს უცებ წოდებულმან მან მსოფლელმან ვერ გულისჴმა-ყვის ძალი სიტყჳსაჲ მის. ხოლო აღმასრულებელად ადგილსა მას უცბისა მსოფლელისასა ერისკაცთა იტყჳს, რამეთუ გარეშენი ესრეთ ჩუეულ არიან წოდებად მჴედართა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის