თარგმანი: აჰა ზოგადნი ყოველთა სარგებელნი წინაჲსწარმეტყუელებანი, ვითარ აღაშენებს კაცთა, განამტკიცნეს რაჲ იგინი სარწმუნოებასა შინა, და ვედრებით ეზრახოს მათ მოქცევად უფლისა და ნუგეშინის-სცეს მათ ზედა მომავალთა განსაცდელთათჳს.
1 კორინთელთა მიმართ 14:3
...ესაუბრეთ, და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. რამეთუ იმის დასტურად, რომ ოჯახის წევრებმა ამ საქმეებში წინამძღვრობა უნდა იკისრონ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (); და მათ მასწავლებელთან არ მიჰყავს. როგორც წიგნის სასწავლებლებში თვით მოწაფეთა შორისაც არიან მასწავლებლები, ასეა ეკლესიაშიც; რამეთუ მას სურს, რომ მასწავლებელს ყველამ არ შეაწუხოს.
რატომ? რადგან ასე დიდი სიკეთეები იქნება: არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელს შრომა შეუმსუბუქდება, არამედ იმიტომაც, რომ მოწაფეთაგან თითოეულს, როცა იზრუნებს და ეს საზრუნავი ექნება, მალე შეუძლია მასწავლებელი გახდეს. იხილე, რა დიდ მსახურებას შემოაქვს ცოლს: სახლს უვლის, სახლში არსებულ ყოველივეზე ზრუნავს, მხევლებს განაგებს, საკუთარი ხელებით მოსავს, შვილთა მამად წოდებას განიჭებს, სამეძაოებისგან გათავისუფლებს, უმანკოებისკენ შეგეწევა და ბუნების მძაფრ აღგზნებას აცხრობს. მაგრამ...
...ეკლესიაში ქალმა ხმაც ნუ ამოიღოსო, ამბობს; ამასვე ამბობდა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერდა: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს... რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად“ (). რატომ? რადგან, ამბობს, რჯულმა ისინი დაუმორჩილა: „დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს“ (). და კვლავ სხვაგან: „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (). მაგრამ მაშინ ასეთი სწავლების გამო ქალები დუმდნენ; ახლა კი მათ შორის დიდია ხმაური, დიდი ყვირილი, ბევრი საუბარი, და არსად სხვაგან იმდენი არ არის, რამდენიც აქ; ნახავდი, რომ ყველანი იმდენს ლაპარაკობენ, რამდენსაც ვერც ბაზარში ნახავდი და ვერც აბანოებში. რადგან თითქოს სწორედ ამისთვის მოდიან, რომ მოსვენება ჰქონდეთ, ყველანი ასე არიან უსარგებლო საუბრით დაკა...