თარგმანი: ვითარ-იგი მარადის ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა, რაჲთა ყოველსავე ძუელსა თხრობათა და წინაჲსწარმეტყუელებათა შჯულად უწოდდეს, ეგრეთვე აწ სიტყუასა ამას ესაიაჲსსა შჯულისად უწოდს. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳსღა ეტყჳს, ვინაჲთგან არა ისმენენ მისსა. ცხად არს, ვითარმედ, — ამისთჳს, რაჲთა მან თჳს-იყოს და ყოვლით კერძო აჩუენოს სიმდიდრე წყალობათაჲ ჩუენ ზედა და სძლოს მას, რომელი უშჯოდის მას; ვითარ-ესე აწ წინა-მოასწავა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ განყოფაჲ იგი ენათაჲ სასწაულ ყოფად ურწმუნოთა, რაჲთა უმეტეს დაუკჳრდეს და ჰრწმენეს ღმრთისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 14:21
20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14