მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:22

21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს (14,22).:

თარგმანი: იხილე, ვითარ დაამდაბლებს ენათა და ზეშთა მათსა ჰყოფს წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ თჳთ სახელი ესე სასწაულთაჲ არა მარადის კეთილსა ზედა მოიღებვის, ვითარ-იგი უფალი ითქუმის სასწაულად სიტყჳსსაგებელად; ვინაჲთგან არს მრავალგზის, რომელ არა ხოლო ურგებ, არამედ მავნებელცა ექმნებიან სასწაულნი ურწმუნოთა და განდრეკილთა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ვედრებით ითხოვს: "ყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ" (); ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული იტყჳს ურწმუნოთა მიერ თქუმად სასწაულსა მას ზედა ენათასა, ვითარმედ: "ჰბორგთ". ხოლო მორწმუნეთა არარად ეჴმარებიან სასწაულნი, რამეთუ თჳთ მადლითა ღმრთისაჲთა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათჳს იქმნებიან იგინი, რაჲთა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის