მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:20

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით (14,20).:

თარგმანი: შემდგომად ჯეროვნად წარმოჩინებისა, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს არს მეტყუელებასა ენათასა, ძლიერად ამხილებს, ვითარმედ ესე არს ყრმა ყოფაჲ გონებითა, რაჟამს მცირეთათჳს დაუკჳრდებოდის, რომელ არიან ენანი, და უდიდესთა შეურაცხ-ჰყოფდენ, რომელ არიან წინაჲსწარმეტყუელებანი! არამედ მაშინ ჯერ-არს ჩჩჳლ ყოფაჲ, რაჟამს წინა-ედვას ვის საქმედ ცოდვაჲ რაჲმე ანუ უსამართლოებაჲ. ხოლო ესე არს სიჩჩოჲ, ვითარმცა არა უწყოდა ცოდვისა ანუ ბოროტისა ყოფაჲ. და კუალად, ესე არს გონებითა სრულ ყოფაჲ, რაჲთა სიბოროტესა ევლტოდის და სათნოებასა მიდევნებად მოსწრაფე იყოს და დიდთა და უმარგებელესთა მადლთათჳს არარას ორგულებდეს.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით“ (17,13).:

...ვითარმედ ესე თჳსაგან სახჱ არს წერილისაჲ, რამეთუ ვითარცა მიზეზად დააწესებს მას, რომელი თჳთ აღესრულებოდის. და ჯერ-არს ყოვლისაჲვე გამოწულილვით გულისხმის-ყოფაჲ გონებასაცა მეტყუელისასა და პირსა საქმისასა და წესთა წერილისათა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ იტყჳს მოციქული: „ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა“.

სწავლაჲ პა ვითარმედ ჯერ-არს ზეცისა დიდებისა ძიებაჲ და არა ქუეყანისაჲ; და მოწყალებისათჳს

ხოლო ამისი არა წერილთა ოდენ გულისხმის-ყოფისათჳს ჯერ-არს კითხვაჲ, არამედ საქმეთათჳსცა ჩუენთა, რამეთუ მცირეთა ყრმათა დიდთა საქმეთათჳს არა ჰსურის, არამედ უნდოთა საქმეთათჳს, მღერისათჳს სწადის ცუდთა და არარათა, რამეთუ შეიქმან მეფეთა თიჴისათა და საყდართა და ცხენთა, ხოლო ჭეშმარიტი მეფჱ არარად შეურაცხიეს. ეგრეთვე არიან კაცნი, რომელნი ამას ესევითარსა საქმესა იქმან, და ზეცისა კეთილთათჳს ესმის და ყოლადვე არა ზრუნვენ, ხოლო საქმეთა მათ ამაოთა და თიჴისათა, ვითარცა ყრმანი, ესრეთ მოსწრაფე არიან, და სიმდიდრჱ და დიდებაჲ და ყოველივე სოფლისაჲ უყუარს, რომელი-იგი ყრმათა მღერაჲ არს, ხოლო ჭეშმარიტსა მას ზეცისა დიდებასა და სუფევასა არა ეძიებენ, არამედ ვითარცა ყრმანი ამათ ამაოთათჳს ტირიან, ხოლო მათ ჭეშმარიტთა ყოლადვე არა მოიჴსენებენ. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითა...

სრულად ნახვა