მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:23

22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: "სცთებით" გინა "ჰბორგთ"? (14,23).:

თარგმანი: მყუდროებით ამხილებს, ვითარმედ არა ხოლო სარგებელისაგან ნაკლულევან არს სიმრავლე ენათა მეტყუელებისაჲ, არამედ სავნებელისაცა მიზეზ ექმნების ურწმუნოთა და უცებთა, რომელნი-იგი თჳსისა უგუნურებისა მიერ შეიმთხუევენ სავნებელსა, და არა თუ უჯეროებისაგან მადლისა მის, რომელი-იგი ჭეშმარიტად საღმრთო არს და ნიჭ სულისა წმიდისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის