მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:24

23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ ხოლო უკუეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებდენ და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოაჲ გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნამდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს (14,24-25).:

თარგმანი: ესრეთ ძუელსა შინა ნაბუქოდონოსორ თაყუანისმცემელ ღმრთისა ყო წინაჲსწარმცნობელობამან მან დანიელისმან. და კუალად, ახალსა შინა ანანიაჲს და საპფირაჲს ზედა ქმნილმან დაფარულთა ცნობამან პეტრესმან ყოველი იგი ერი შეშინებულ და ზარგანჴდილ ყო განკრძალულებით მოქალაქობად, რომლისათჳს უმეტეს შემძლებელ არს ყოვლისა, შეძრწუნებად კაცთა, რაჲთა შიშით და ძრწოლით ჰმონებდენ უფალსა, რაჟამს დაფარულნი გულისა მათისანი ცხადად იმხილნენ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის