თარგმანი: ესრეთ ძუელსა შინა ნაბუქოდონოსორ თაყუანისმცემელ ღმრთისა ყო წინაჲსწარმცნობელობამან მან დანიელისმან. და კუალად, ახალსა შინა ანანიაჲს და საპფირაჲს ზედა ქმნილმან დაფარულთა ცნობამან პეტრესმან ყოველი იგი ერი შეშინებულ და ზარგანჴდილ ყო განკრძალულებით მოქალაქობად, რომლისათჳს უმეტეს შემძლებელ არს ყოვლისა, შეძრწუნებად კაცთა, რაჲთა შიშით და ძრწოლით ჰმონებდენ უფალსა, რაჟამს დაფარულნი გულისა მათისანი ცხადად იმხილნენ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ 14:25
24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14