თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: აჰა, გისწავიეს საზომი მადლთა განყოფისაჲ. ამიერითგან გასწავო იგიცა, თუ ვითარ გიჴმს ჴუმევაჲ თითოეულისა მათგანისაჲ ერთად შეკრებასა მას თქუენსა შინა.
1 კორინთელთა მიმართ 14:26
25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14