მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:28

27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა; თავსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა (14,28).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ოდეს არა იყოს თარგმანი, უკუეთუ ოდენ ძალ-უც, დუმენინ ყოვლად ენათა მეტყუელი იგი, ხოლო უკუეთუ ვერ იპყრობს თავსა თჳსსა, არა ვაყენებ; იტყოდენ; გარნა ნუ ჴმამაღლად, არამედ მყუდროდ, რაჲთა თჳთ ოდენ ესმოდის და ღმერთსა. იხილე, ვითარ წუევად საგონებელითაცა ამით სიტყჳთა უკუ-აწუევს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის