თარგმანი: ესე მათთჳს უთქუამს, რომელნი თჳთ ოდენ გულისჴმა-ჰყოფდიან, რასა-იგი იტყოდიან, ხოლო სხუათა გამოთარგმანებად მისსა ვერ შემძლებელ იყვნიან.
3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს.4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14