მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:5

4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მნებავს თქუენ ყოველთა ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა (14,5).:

თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა შორის უმრავლეს იყვნეს მეტყუელნი ენათანი, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ეშურების მათ მოციქული, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო სხჳსა ვისმე ერთისა და ორისა, არამედ ზოგად თქუენ ყოველთათჳს სწორებით არა საშურველ მიჩნს მეტყუელებაჲ ენათაჲ, გარნა ეგრეთცა გიწამებ-ვე და გეტყჳ უზეშთაესობასა წინაჲსწარმეტყუელებისა მადლთასა, რომელი-იგი უმეტეს არს ენათა მეტყუელებისა, ვითარცა უმარგებელესი მრავალთაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის