მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:7

6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან — ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? (14,7).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნი გულისჴმის-ყოფითა ვირგებთ და არა გულისჴმის-ყოფითა ვივნებთ? არამედ თჳთ უსულოთაცა ამათ და უგრძნობელთა ნივთთა ჴმანი მაშინღა საჰამებელ არიან, რაჟამს არა უწესოდ და შერევნით, არამედ თჳს-თჳს და შეწყობით სასმენელ იქმნებოდიან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის