მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:8

7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? (14,8).:

თარგმანი: და ესეცა სახედ შემოუღია საცნაურ ყოფად სარგებელსა თარმანებით განცხადებისასა, ვითარმედ: უკუეთუ არა თანა-შეჰრთონ ჴმასა საყჳრისასა ქადაგისა მიერ მიმოდადებაჲ ჟამსა და ადგილსა ბრძოლისასა, ვერვინ ჯეროვნად განემზადოს ბრძოლად, რამეთუ უმეცარ არნ, თუ რაჲსათჳს არს ცემაჲ იგი საყჳრსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის