მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:13

12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს (15,13).:

თარგმანი: ამას ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ქრისტე აღდგომილ არს, ხოლო მკუდარნი არა აღდგებიან", ამისთჳს ორთავე ამათ ურთიერთას დამამტკიცებელ ჰყოფს: ქრისტეს აღდგომასა — მკუდართა აღდგომისა, და მკუდართა აღდგომასა — ქრისტესსა. ხოლო ერთისა ამათგანისა ურწმუნოებაჲ ზოგად ორისავე ურწმუნოება იქმნების.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...). ყველასას კი არა, ზოგიერთებისას. რადგან თუ აღდგომა არ არის, რწმენის საქმეც გადაბრუნებულია; თუ აღდგომა არ არის, „უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს“ (), და „ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი“ (); ხოლო თუ არ აღდგა, არც იშვა და არც ცად ამაღლდა. ხედავ, როგორ ჩანს, თითქოს იგი მხოლოდ აღდგომის სიტყვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ თან ბევრი საშინელებაც მოითრევს? მაშ, რას ამბობს? ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ემხობა? მაგრამ, ამბობს იგი: „ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე“: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“ ().

3. მტკიცე საფუძველი და სინდისის სამსჯავრო

გვიჩვენებ...

სრულად ნახვა