მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:22

21. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.23. მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნნენ (15,22).:

თარგმანი: ამით თჳთვე თარგმნის ზემოსა მას სიტყუასა და ძუელსა მას ადამს ჰყოფს შემომყვანებელ სიკუდილისა, ხოლო ახალსა ადამს - უფალსა და მაცხოვარსა ჩუენსა — განმყვანებელ სიკუდილისა.

სააღდგომო ეპისტოლე 2018 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ ()

მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.

ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.

„სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;

არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.

ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...რამეთუ ვითარცა-იგი მო-რაჲ-კუდა ადამი, მის მიერ ჩუენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით, ეგრეთვე, აღდგა რაჲ უფალი ჩუენი ჴორცითა, ყოველი ბუნებაჲ ჩუენი მის თანა აღდგა, და უკუდავებაჲ მოგუეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოელ არიან“.

აწ ვიხილოთ კუალადცა, ვითარ მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად. პირველად დადგა წინაშე მთავრისაო და განიკითხა მის მიერ, და მერმეღა მიეცა ჯუარ-ცუმად. კეთილად წარმოთქუა ყოველივე მახარებელმან; რამეთუ თავს-იდვა ჩუენთჳს განკითხვაჲ უფალმან პილატესგან, რაჲთა არა დუმილით იქმნას საქმე იგი ვნებისა მისისაჲ და დაიფაროს შური და უკეთურებაჲ ჰურიათაჲ, არამედ გამოჩნდეს სიბოროტე გონებათა მათთაჲ და მედგარი იგი ცილისწამებაჲ მათი.

რამეთუ უკუეთუმცა არა ქმნილ იყო განკითხვაჲ იგი უფლისაჲ, უცნაურ იყო შური იგი ჰურიათაჲ, ხოლო გან-რაჲ-იკითხა, გამოცხადნა გულარძნილებაჲ მათი. და თჳთ პილატეცა ეწამებოდა მაცხოვარსა, ვითარმედ არარაჲ მიზეზი იპოებოდა მის თანა, არამედ წმიდა იყო ყოვლისავე ბრალისაგან, ხოლო ჰურიათა შურსა გამოაცხადებდა, „რამეთუ უწყოდაო, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“. ვითარმცა უკუე ეცნა მას ესე, უკუეთუმცა არა დადგომ...

სრულად ნახვა