თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი ესე და დიდებულნი საქმენი ძესა განუკუთნნა, რომელ არს ძლევაჲ მბრძოლთაჲ და ფერჴთა მისთა ქუეშე დასხმაჲ წინააღმდგომთაჲ, ამისთჳს შეეშინა: ნუუკუე უდიდებულეს მამისასა ვინმე შეჰრაცხოს ძე, რამეთუ ფილოსოფოსთა მიმართ იყო სიტყუაჲ მისი, რომელნი-იგი მრავალ იყვნეს კორინთეს შინა. ამისთჳს არა ხოლო თჳსსა სიტყუასა, არამედ დავითის მიერ წამებად შემოღებულსაცა ამისგან აქა განჰმართებს. ვითარმედ, ვთქუ რაჲ სიკუდილისა განქარვებაჲ და ყოვლისავე ძისა დამორჩილებაჲ, ნუვე შეგირაცხიეს იგი უშობელად, არამედ მისი ყოველი ერთად შეგერაცხენ მიზეზისა მისისად, რამეთუ ერთ არს მოქმედებაჲ მშობელისა მამისა და შობილისა ძისა და გამომავალისა სულისა წმიდისაჲ. და მამაჲ არს მიზეზ თანაარსთა და ერთარსთა მისთა მოქმედებისა, და სამთავე იგი მოქმედებაჲ ერთ არს. ამისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამასა ყოვლისავე დამამორჩილებელად ფერჴთა ქუეშე ძისათა, რაჲთა არა უშობელად ჰგონო ძე. ხოლო კუალად აქა მოციქული თარგმნის, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა თჳნიერ თავისა თჳსისა, რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: დაღაცათუ თჳთ მამაჲ არა დამორჩილებულ არს ძისა, არამედ არცა ეგრეთ დაყენებულ არს ძე...
1 კორინთელთა მიმართ 15:27
26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15