მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:29

28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?30. ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? (15,29).:

თარგმანი: კუალად მკუდართა აღდგომისათჳს სიტყუად იწყებს, ხოლო მკუდართათჳს ნათლისღებად ამას უწოდს, რამეთუ ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა სხუათავე ყოველთა თანა წარმოთქუმათა და აღთქუმათა სარწმუნოებისათა ამასცა აღუთქუამთ ვითარმედ: "მოველი აღდგომასა მკუდართასა და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსასა". და ამით სასოებითა ნათელღებულთა უჴმარ ექმნეს ნათლისღებაჲ იგი, ვითარ სასოებითა აღდგომისაჲთა განხრწნადსა გუამსა არწმუნეს განბანაჲ იგი.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲ-მე უკუე ყონ, რომლთა-იგი ნათელ-იღეს მკუდართათჳს? (15,29).:

თარგმანი: ნათელ-ვიღებთ ბუნებით მოკუდავთა ამათ ჴორცთათჳს და გურწამს, ვითარმედ უხრწნელებად შეიცვალნენ იგინი. და ესე ძალი აქუს სიტყუასა მოციქულისასა, ვითარმედ: უკუეთუ ჴორცნი ჩუენნი არა აღდგებიან, ვითარ გურწამს ნათლის-ღებისა ჟამსა თუ უხრწნელებად შევიცვალებით წყლითა მით ნათლის-ღებისათა ჩუენ მკუდარნი ესე ცოდვითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის