მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:35

34. ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი, ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ? (15,35).:

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "თქუენ იტყჳთ", არამედ სხუათა ვიეთმე პირსა აჩემებს თქუმულთა ამათ, რაჲთა დაუმძიმებელ ყოს მხილებაჲ იგი. ხოლო ესე არს ბრალი მეტყუელთაჲ მათ, რამეთუ ურწმუნო არიან ერთგზის დაჴსნილისა ამის გუამისა კუალად აღდგინებასა, და გამოეძიებენ, თუ: დაღაცათუ არს, სხჳთა-მე ჴორცითა ყოფად არს აღდგომაჲ იგი, ანუ თუ ამითვე, აწ განხრწნილითა.

სააღდგომო ეპისტოლე 2025 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().

როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.

კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი;...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2009 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;

ქრისტე აღდგა!

სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;

ქრისტე აღდგა!

ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

  • მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?

  • ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.

ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.

მავანი იტყვის:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის