თარგმანი: სამართლად უგუნურ უწოდს მას, რომელი ესოდენ განცხადებულსა საქმესა უმეცარ იყოს, და ეტყჳს ვითარმედ: უკუეთუ შენ მოკუდავისა და განხრწნადისა თესლი ესრეთ ნაყოფიერ იქმნების, რასაღა იჭუნეულ ხარ ღმრთისათჳს, ყოვლისავე შემძლებელისა? ხოლო შენ იხილე, ვითარ თჳსნი საკუთარნი სიტყუანი დაუტევნნა მარცულისანი, რომელ არს დანედლებაჲ, აღმოჯეჯლებაჲ და აღმოცენებაჲ, და რაჲ-იგი კაცისა გუამსა თჳს-ეყვის, მით უწოდს სახესა მას მისთჳს შემოღებულსა. ესე ამისთჳს, რამეთუ იგინი ამას იჭუეულ იყვნეს, თუ: "ვითარღა განვცხოველდებით შემდგომად სიკუდილისა!" ხოლო მოციქული წინაუკუმო დაჰჴსნის საძიებელსა ამას, ვითარმედ: ყოვლად შეუძლებელ არს ცხოვნებაჲ თჳნიერ სიკუდილისა. და ესრეთ, სახესა მას მარცულისასა ჰყოფს პირველად დასამტკიცებელად მკუდართა აღდგომისა.
1 კორინთელთა მიმართ 15:36
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.
კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი;...
„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ქრისტე აღდგა!
სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;
ქრისტე აღდგა!
ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
-
მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
-
ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის:...
...ოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახჱ და თქუა: „უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრე არა მოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.
ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს...