თარგმანი: ჟამიერად ჰმადლობს ღმერთსა მამასა ბუნებით ესევითარისა ძისა მშობელსა, რომელმან ესოდენნი ბრძოლანი და ძლევანი ყოვლად ძლიერებით აღასრულნა — დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და განქარვებაჲ ხრწნილებისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 15:57
56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.57. მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15