თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გისწავიეს უეჭუელობაჲ აღდგომისაჲ და მოლოდებაჲ საქმეთაებრისა მოსაგებელისაჲ, ამიერითგან მტკიცე და მიუდრეკელად მდგომარე იყვენით წინაშე კუეთებასა საეშმაკოთა ბრძოლათასა, და ნუ ხოლო უნაკლულო ჰყოფთ საქმესა უფლისასა და აღსრულებასა ოდენ მცნებათა მისთასა, არამედ გარდამატებულებასა და უმეტეს წარმატებულებასა მათ შინა, ძღუნად სათნოდ მისსა შესწირევდით. უწყოდეთ, რამეთუ არცა ერთი რაჲ შრომათაგანი სახელისა მისისათჳს თავ-სხმულთაჲ წარგიჴდეს უსასყიდლოდ.
1 კორინთელთა მიმართ 15:58
57. მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15