თარგმანი: დაღაცათუ ვისმე სწავლისად ეგონნენ, არამედ უფროჲსღა მხილებისანი არიან სიტყუანი ესე, რამეთუ "მღჳძარებითა" — მოძილობასა, ხოლო "სიმტკიცითა" — დაუმტკიცებელობასა, "სიმჴნითა" - უმჴნოობასა, ხოლო "განძლიერებითა" უძლურებასა მათსა განაქიქებს; ორნი იგი თქუნა შემაცთუნებელთა მიმართ, ვითარცა მთრვალთა და შერყეულთა, ხოლო ორთა ამათ, წინააღმდგომთა მათთა მიმართ იტყჳს, ვითარცა მოშიშებით და ორგულებით მბრძოლთა.
1 კორინთელთა მიმართ 16:13
...ვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: „პასექმა სამოთხისა კარნი განგვიღო ჩვენ“...
დღეს უფრო ნათლად ვაცნობიერებთ წმიდა პავლე მოციქულის სიტყვების აზრს: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და განძლიერდით“ ().
ამ განცდით, ლოცვითა და სულიერი შრომით, მადლობა ღმერთს, განვვლეთ დიდი მარხვა - ჟამი სინანულისა. წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონის კითხვისას ჩვენ თვალწინ თითქოს გაცოცხლდა დაუღალავი ღვაწლისა და სინანულის შესანიშნავი მაგალითები და დიდებული ადამიანები; უწინარესად კი - ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, რომელმაც გვიჩვენა სულიერი კიბე, ამაო მიწიერი ყოფიდან ჩვენი ამამაღლებელი და ზეცად აღმყვანებელი, და წმიდა მარიამ ეგვიპტელი - უეჭველი მაგალითი იმისა, თუ ჭეშმარიტ სინანულს როგორ შეუძლია ფერისცვალება და გაბრწყინვება ცოდვით დამძიმებული ადამიანისა.
ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა. მაგალითისათვის მოვიყვან ნაწყვეტს ღირსი სისოჲ დიდის ცხოვრებიდან.
მან დაუღაავი ლოცვითა და ასკეტური ცხოვრებით ისეთ სიწმინდ...