თარგმანი: აკლს საშუვალ სრულებად სიტყჳსა ამის, ვითარმედ: უკუეთუ აპოლლოჲსთჳს ძმისა იკითხავთ, თუ რად არა იგი მოვავლინე, ვითარცა სიტყჳერებითა და დღითა უხუცესი ტიმოთესსა, არა თუ ტიმოთეს პატივ-ვეც უფროჲს მისსა, არამედ უპირატეს უკუე მას ვჰლოცევდ მოსლვად თქუენდა, გარნა ამისთჳს არა ინება, რამეთუ ნუუკუე და არა იყო ნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ მაშინ მოვიდეს, ოდეს მოიცალოს; ესე იგი არს, ოდესცა ინებოს ღმერთმან.
1 კორინთელთა მიმართ 16:12
11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდიდებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16