თარგმანი: ვინაჲთგან ესენი იყვნეს კორინთით მისრულნი მოციქულისა, რომელთა მიეთხრა მისდა ყოველივე ცთომაჲ კორინთელთაჲ, რომელთათჳს ამხილა მათ მოციქულმან სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს დასასრულსა წიგნისასა, ვითარცა მოშიში, რაჲთა არა განურისხნენ მათ იგინი შესმენისათჳს, მისწერს მათდა და აუწყებს სიხარულსა თჳსსა, ვითარ არა სავნებელ, არამედ სარგებელ მათდა ყვეს მათ განქიქებაჲ ბრალთა მათთაჲ. ვინაჲცა უწოდს მათ აღმავსებელად ყოველთა ნაკლულევანებისა. ვითარმედ მათთჳს თავს-ედვა მათ ესოდენი ჭირი მგზავრობისაჲ, და ნაცვალად მათ ყოველთაჲსა დამაშურალ იყვნეს ზოგადისათჳს სარგებელისა ყოველთაჲსა.
1 კორინთელთა მიმართ 16:17
16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16