მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:18

17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა (16,18).:

თარგმანი: ესრეთ უჩუენებს, ვითარმედ მათისა სარგებელისა განმრავლებაჲ განსუენება იყო პავლეს სულისა, და განსუენებაჲ პავლეს სულისაჲ — განსუენება მათისაცა სულისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის