თარგმანი: ამასცა უხუებისათჳს ეტყჳს საჴმართა მათ შეკრებულთაჲსა, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენნი რაჲმე იყვნენ, რომელ ღირდენ ჩემსაცა წარსლვასა, გულსმოდგინედ წარვიდე, ხოლო არა მე წარვიღო, არამედ თქუენთავე მათ გამორჩეულთა ჩემ თანა წარმოიღონ, რაჲთა თქუენვე მაქუნდეთ მოწამედ, ვითარმედ არარას ვიჴუმევ თქუენთაგანსა.
1 კორინთელთა მიმართ 16:4
3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.4. თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.5. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16