მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:10

9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩუენ გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "თქუენ ვითარ ისწავეთ?" — ამისთჳს წინა-აღუჴსნის, ვითარმედ: "ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა"; და ამით დაჰქენჯნის საწარმართოსა სიბრძნესა, ვითარმედ ვერ ღირს-იქმნა იგი მიწევნად ესევითართა საიდუმლოთა.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოგჳცხადა ღმერთმან სულითა მით თჳსითა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვინაჲთგან არავინ ცნა, თქუენ ვითარ სცანთ? — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ღმერთმან სულისა მიერ წმიდისა გამოგჳცხადა, და არა სიბრძნითა კაცობრივთა, რამეთუ იგი არა ღირს იქმნა ხილვად საიდუმლოთა მათ.

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება:

...სჯელობანი ითრევს და არ ისმენენ, რომ „რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ“ (). ნუთუ არ ისმენენ პავლეს, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (), და მსჯელობებს განაგდებს? ამბობს: „გულის სიტყუათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (). და სხვა ბრძენიც ამბობს: „ადამიანთა მსჯელობანი მშიშარაა, და არამტკიცეა მათი ზრახვანი“ ()4. „რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას“ (). დაფიქრდი იმ უსასრულო სიდიადეზე; უფრო სწორად, ამასაც რომ ვამბობ, ღმერთის ღირსად ვერ ვამბობ. არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო; რადგან როცა ღმერთზე „სიდიადეს“ ვამბობთ, ამ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება:

...ნასა წრფელსა“** (). ხედავ, როგორ ვსწავლობთ და როგორ ვიმოძღვრებით, რომ გზა სულიწმინდის მიერ გავიაროთ? ამიტომ პავლეც ამბობდა: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (). „ქუეყანასა წრფელსა“ (). სიტყვასიტყვითი აზრით, მის სამშობლოს გულისხმობს, ხოლო ამაღლებული განმარტებით — სათნოებისკენ მიმავალ გზას. სხვა კი ამბობს: „გლუვი მიწის გავლით“ ()15. რადგან არაფერია სათნოებაზე უფრო გლუვი, რომელიც ხმაურსა და შფოთს განშორებულია.

„სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე“ (). ხედავ, კვლავ როგორ მიმართავს ღმერთს და თავისი ცხოვრები...

სრულად ნახვა