1.მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.2.რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.3.იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?4.მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?5.მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.6.მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.7.ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.8.დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.9.ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.10.მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.11.რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.12.ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -13.თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.14.ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.15.ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.16.ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?17.ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.18.ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.19.რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.20.და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.21.მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:22.პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.23.ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან...
მოციქულისაჲ: რაჟამს ვინმე თქჳს — "მე პავლესი ვარ, და სხუამან თქჳს — "მე აპოლოჲსი ვარ" — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).
თარგმანი: კუალად მათ შორის მყოფთა მათ ფილაფოსთა და მდიდართა მოასწავებს, ხოლო სახელ-არა-სდებს მათ, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, არამედ თავსა თჳსსა შორის-შემოიღებს და აპოლოს, რაჲთა ესრეთ მათცა გულისჴმა-ყონ, თუ რასა იტყჳს, და სხუანი იგი არა მოიწყლნენ.
მოციქულისაჲ: რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? (3,5).
თარგმანი: ეჰა სიბრძნე იგი, რამეთუ ყოველივე თავსა თჳსსა და აპოლოს...
პავლესი: უკუეთუ ვინ აღაშენებდეს საფუძველსა ამას ზედა (3,12).
თარგმანი: საფუძველი არს ქრიტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი ამას ზედა; ვითარცა ოქროსა —რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ; ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა; და შეშასა —სიყუარულსა ხილულთა ამათ, ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა — რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს; და ლელწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის; და მოქმედთა...
...ს სნეულებათაგან ათავისუფლებს. რადგან იცის, რომ გახრწნილი ცხოვრება მაღალი დოგმატების ზედმიწევნით შემეცნებას აბრკოლებს.ამაზე მიუთითებდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ ().და კვლავ: „ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ ().და კვლავ: „რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა“ ().
და კვლავ ესაიაც ამბობს: „მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ ().და ოსიაც: „სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ“ და „განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ“ ()....
1 კორინთელთა მიმართ 3:11 კორინთელთა მიმართ 3:21 კორინთელთა მიმართ 3:3
6.:
...ანზრქნა გული ერისა ამის“** (); ხოლო გონების სიმძიმე ცოდვებისგანაც წარმოიშობა და ყოფითი სურვილებისგანაც. ამ სიმძიმეს განმარტავდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (); „რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს“ ().და მიზეზსაც ურთავს, როცა ამბობს: „სადაც თქვენ შორის დავანი, შურნი და განხეთქილებანია, განა ხორციელნი არა ხართ?“ ()6.ამიტომ, რადგან ისინიც დიდი შურითა და ბოროტი მოშურნეობით ილეოდნენ და უამრავი სხვა ვნებით იყვნენ ალყაშემორტყმულნი, გონების თვალი დაიმძიმეს და ამის შემდეგ ნათლად ხედვა აღარ შეეძლოთ.ამის გამო ხილულ საგნებზე სხვა შეხედულებებს იღებდნენ, თანაც სრულიად საპირისპიროს.ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი სიზუსტით ხედავდა და სნეულები...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“ (3,34).:
...რსა ყოველსა გამოვეძიებდეთ გამოწულილვით, რამეთუ არა თუ მოძღუარნი ყოველსა, ვითარცა ენებოს, ესრეთ იტყჳან, არამედ მრავალსა იტყჳან, ვითარცა გონებასა მას უძლურთასა მოჰვიდოდის. ამისთჳსცა პავლე იტყჳს: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა. ვითარცა ჴორციელთა სძჱ გაწოე თქუენ და არა მტკიცჱ საზრდელი“, რამეთუ არა თუ მას ვერ ეძლო სიტყუად, ვითარცა სულიერთა მიმართ, არამედ მათ ვერ ეძლო ტჳრთვად. ეგრეთვე იოვანეს ენება დიდთა მათ საქმეთა სწავლად მოწაფეთა თჳსთა, არამედ ვერ ეძლო მათ ტჳრთვად. ამისთჳს მდაბალთა მათ სიტყუათა შინა იქცევის.
სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს
ჯერ-არს უკუე, რაჲთა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიჴმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი, არამედ უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ არა შევიჭურნეთ მათ მიერ, არად სარგებელ გუეყვნენ; რამეთუ ჴორციელისაგან გულისხმა-ყავთ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ჯაჭჳ კეთილად ქმნილი და ჩაფხუტი და ფარი და ლახუარი, და არა შეიმოსნეს საჭურველნი იგი ჯერისაებრ და წესისა, არამედ ჯაჭჳ შეიმოსოს ფერჴთა და ჩაფხუტი არა თავსა დაირქუას, არამედ პირსა უკუნიდვას, და ფარი არა მკერდსა მოიყრდნას, არამედ ფერჴთა მოიბას, ირგომცა რაჲმეა ამათგან? და ა...